KA | EN

Tbilisi Gastro Week 2026 დასრულდა

Tbilisi Gastro Week 2026 დასრულდა

ამდენიმე დღის წინ დასრულდა თბილისის გასტრო კვირეული, რომელიც 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. წლევანდელი ფესტივალი საიუბილეოც იყო, პროექტი უკვე მეხუთედ ჩატარდა. წელს მას მსოფლიო დონის Michelin-ის ვარსკვლავის მქონე შეფ-მზარეულები სტუმრობდნენ, რომლებმაც ქართველ კოლეგებთან ერთად უნიკალური კულინარიული გამოცდილება შექმნეს.

რამდენიმე დღის წინ დასრულდა თბილისის გასტრო კვირეული, რომელიც 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. წლევანდელი ფესტივალი საიუბილეოც იყო, პროექტი უკვე მეხუთედ ჩატარდა. წელს მას მსოფლიო დონის Michelin-ის ვარსკვლავის მქონე შეფ-მზარეულები სტუმრობდნენ, რომლებმაც ქართველ კოლეგებთან ერთად უნიკალური კულინარიული გამოცდილება შექმნეს.

უკვე მეხუთე წელია, Tbilisi Gastro Week საქართველოს გასტრონომიული ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად რჩება. ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს საერთაშორისო კულინარიის გამორჩეულ წარმომადგენლებს, ღვინის პროფესიონალებსა და ადგილობრივ შეფებს, რითაც ქართულ გასტრონომიას მსოფლიო პროფესიულ წრეებთან კიდევ უფრო აახლოებს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფესტივალზე ქართულ ღვინოს დამოუკიდებელი პლატფორმა დაეთმო, სადაც მეღვინეებსა და ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო ექსპერტებისთვის წარედგინათ და მათგან პროფესიული შეფასებები მიეღოთ.

როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანა გოდაბრელიძე აღნიშნავს, მეხუთე საიუბილეო წელი პროექტისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა:

„Tbilisi Gastro Week-ის მთავარი იდეა ყოველთვის იყო სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ცნობილი შეფ-მზარეულებისა და ქართველი პროფესიონალების თანამშრომლობა. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად იქმნება განსაკუთრებული ვახშმები, რომლებიც სტუმრებს სხვადასხვა კულინარიული კულტურის უნიკალურ სინთეზს სთავაზობს.

წელს მნიშვნელოვანი სიახლე იყო ღვინის მიმართულების გამოყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ღვინო ფესტივალის განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო, პირველად მოხდა ისე, რომ თითოეულ ვახშამს თან ახლდა ღვინის პროფესიული შეფასება და განხილვა.