ამაღლებული ღვინო
ზემო იმერული კოხტა ღვინო, ტკბილად მოუბარი
ჩვენ შესახებ
ბაადური — ოჯახური მეღვინეობა, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს იმერეთში. მისი კომერციალიზაცია მხოლოდ 5 წლის წინ დაიწყო, როდესაც აღდგა ბაბუის სახლი და მარანი. სახელწოდება უკავშირდება წარსულს — იმ წელს, როცა წინაპრები ახალ ადგილას გადასახლდნენ და, სავარაუდოდ, სწორედ იქ დაიწყეს ღვინის დაყენება.
ბაადურის მთავარი მიზანია ბრენდის საყოველთაო პოპულარობა და ხარისხით გამორჩეულობა, რაც ქართულ ნატურალურ ღვინოს ახალი სახით წარმოაჩენს.
ვრცლად
ტერიტორია - ზემო იმერეთი
ზემო იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მევენახეობა-მეღვინეობის ზონაა, სადაც უნიკალური ბუნებრივი პირობები განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს ყურძენსა და ღვინოს. რეგიონის ზომიერი კლიმატი, მდინარეთა ხეობებით შექმნილი მიკროზონები, კირქვიანი და თიხნარი ნიადაგები ხელს უწყობს ვაზის ჯანსაღ განვითარებას და არომატების მრავალფეროვნებას
აქ მოყვანილი ყურძნის ჯიშები გამოირჩევა ბუნებრივი მჟავიანობით, სიფაქიზითა და მდიდარი არომატული პროფილით, რაც ზემო იმერულ ღვინოებს განსაკუთრებულ ელეგანტურობასა და ხანგრძლივობას სძენს. სწორედ ამ გარემოსა და მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციების ერთობლიობა ქმნის იმ უნიკალურ იდენტობას, რომელიც „ბაადურის მეღვინეობის“ ღვინოებში აისახება.
ვრცლად