KA | EN
ცოლიკაური

ცოლიკაური

ცოლიკაური დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავრცელებული თეთრყურძნიანი ჯიშია, რომელიც განსაკუთრებით იმერეთში ხარობს. მისგან დამზადებული ღვინო გამოირჩევა ნათელი ჩალისფერი შეფერილობით, ციტრუსების, მსხლის, მწვანე ვაშლისა და ყვავილოვანი ნოტების არომატებით.

ცოლიკაური არის ჰარმონიული, ცოცხალი მჟავიანობისა და სასიამოვნო ხანგრძლივი დაბოლოების მქონე ღვინო. იგი შესანიშნავად ერწყმის თევზეულს, ზღვის პროდუქტებს, თეთრ ხორცსა და მსუბუქ ქართულ კერძებს.

მოცულობა 750მლ
ალკოჰოლი 14.5%
რეგიონი იმერეთი